5.11.09

iPhone - ჯაილბრეიკი და ანლოკი

3 ნოემბერს, 21:00 თბილისის დროით, ცნობილმა ჰაკერმა კემბრიჯიდან, George Hotz-მა, რომელიც უფრო Geohot ნიკითაა ცნობილი, გამოუშვა მესამე თაობის iPhone-ების ანლოკის პროგრამა blacksn0w, რომელიც რეალიზებულია როგორც მისი ამავე ტელეფონებისათვის შექმნილი ჯაილბრეიკის პროგრამის blackra1n-ის დანამატი. სანამ პროგრამების აღწერაზე გადავიდოდე, რამოდენიმე განმარტება მათთვის, ვისთვისაც უცნობია ეს სფერო.
1. რა არის ჯაილბრეიკი და ანლოკი?
როგორც iPhone-ების მფლობელებისათვის ცნობილია, ამ ტელეფონს გააჩნია ორგვარი ბლოკირება. ჯერ ერთი, მათზე შეუძლებელია სხვა პროგრამების დაყენება, გარდა "ეპლის" ოფიციალური "App Store"-დან გადმოწერილისა. გარდა ამისა, ტელეფონების უდიდესი ნაწილი ხისტად არის მიბმული გარკვეული პროვაიდერების სიმ-ბარათებზე, უფრო ხშირად AT&T Mobility-ს ბარათზე და არ მუშაობს სხვა პროვაიდერების სიმ-ბარათით.ოპერაციას, რომელიც ხსნის პირველი სახის ბლოკირებას, ეწოდება ჯაილბრეიკი (Jailbreak), ხოლო რომელიც ბარათის ბლოკირებას - ანლოკი (Unlock).
2. რა არის "ბეისბანდი" (Baseband)?
აიფონის მფლობელები ამ ტერმინში გულისხმობენ ტელეფონის მიკროპროგრამას, რომელიც პასუხისმგებელია აპარატის მობილურ ქსელთან (და შესაბამისად სიმ-ბარათთან) ურთიერთქმედებაზე. ანლოკს ცვლილებები შეაქვს სწორედ ამ პროგრამაში, რათა მან აღარ დაბლოკოს არაოფიციალური სიმ-ბარათები.
2009 წლის 8 ოქტომბერს "ეპლმა" გამოუშვა აიფონის ოპერაციული სისტემის აპდეიტი (ვერსია 3.1.2), რომელიც შეიცავდა ბეისბანდის ახალ მიკროკოდის (ვერსია 05.11.07). მანამდე არსებული ჯაილბრეიკისა და ანლოკის პროგრამები აღარ მუშაობდნენ ამ განახლების შემდეგ.
11 ოქტომბერს George Hotz-მა გამოუშვა პროგრამა blackra1n, რომელიც ერთ ღილკზე კლიკით სულ რაღაც 30 წამის განმავლობაში ახდენდა ამ უხლესი ოპერაციული სისტემის ჯაილბრეიკს. მართალია ჯაილბრეიკის საშუალებას იძლეოდა ჰაკერების ცნობილი ჯგუფის dev_team-ის პროგრამაც, მაგრამ ბევრად უფრო რთული და ხანგრძლივი პროცედურების შედეგად. რაც შეეხება ანლოკს, ბევრი პროგრამისტი შიშობდა, რომ ახალი ბეისბანდისთვის ის შეუძლებელი აღმოჩნდებოდა, მაგრამ სამი დღის დაძაბული მუშაობის შემდეგ Geohot-მა შექმნა პროგრამა, რომელზეც პოსტის დასწყისშია საუბარი.
ახლა პრაქტიკული რჩევები: როგორ მოვახდინოთ აიფონის (ან აიპოდ-ტაჩის) ჯაილბრეიკი და ანლოკი. ანლოკისათვის აუცილებელია ტელეფონი დაკავშირებული იყოს ინტერნეტთან, ამიტომ წინასწარ იზრუნეთ იმაზე, რომ რომელიმე მისაწვდომი WiFi Access Point-ის მოქმედების ზონაში აღმოჩნდეთ.
უპირველეს ყოვლისა ოპერაციული სისტემა უნდა განახლდეს 3.1.2 ოფიციალურ ვერსიამდე აიტუნის საშუალებით, რადგან გეოჰოტის პროგრამები იყენებს ამ ვერსიაში არსებულ "ექსპლოიტებს" და არ იმუშავებს ძველ ან არაოფიციალურ ვერსიებთან.
სისტემის განახლების შემდეგ ბლეკრეინის საიტიდან http://www.blackra1n.com/ ჩამოვტვირთავთ პროგრამის ვინდოუსისათვის ან მაკისათვის განკუთვნილ ვერსიას შესაბამის იკონკაზე კლიკით და ვინახავთ დისკზე.

გაუშვით blackra1n.exe და დაკლიკეთ ღილაკზე make it ra1n. ამ დროს აიტიუნი და ყველა მისი პროცესი დახურული უნდა იყოს. შეურთეთ თქვენი კომპიუტერის პორტს აიფონი. ტელეფონი გადავა ოპერაციული სისტემის აღდგენის რეჟიმში (recovery mode) და ცოტა ხანში ეკრანზე გამოჩნდება გეოჰოტის სურათი.

მცირე ხნის შემდეგ ტელეფონი გადაიტვირთება და ამით ჯაილბრეიკის პროცესი დამთავრებულია. აიფონის სპრინგბორდზე (კომპიუტერის დესკტოპის ანალოგი ტელეფონისათვის) გაჩნდება blackra1n-ის იკონკა.

ამ მომენტიდან აუცილებელია ინტერნეტთან კავშირი. დაკლიკეთ blackra1n-ის იკონკაზე, პროგრამის გახსნის შემდეგ მონიშნეთ sn0w და არაოფიციალური პროგრამების ინსტალატორიდან ერთ-ერთი, Cydia ან Rock. მე სიდიას გირჩევთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენზეა, შეგიძიათ ორივე დააყენოთ. დაკლიკეთ Install. ჩამოტვირთება Cydia (ან Rock) და sn0w. მათი ინსტალაციის შემდეგ გამოვა ლოგის ფანჯარა ხოლო ეკრანის მარცხენა ზედა კუთხეში გამოჩნდება რადიო სიგნალის მაჩვენებელი ხაზები და თქვენი ოპერატორის დასახელება. ამით ანლოკი დასრულებულია!

გარდა ამისა სპრინგორდზე გაჩნდება არჩეული ინსტლატორი (Cydia ან Rock) რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ინტერნეტიდან არაოფიციალური პროგრამები. აი, სულ ეს არის! თუ რაიმე გაურკვეველია, ან არ გამოგივიდათ, მომწერეთ აქ და შევეცდები ოპერატიულად გიპასუხოთ.