ჩემი მეგობრების უმეტესობა ალბათ იცნობს კობა ცხაკაიას. ვინც არ იცნობს, მოგახსენებთ, რომ კობა არიც დრამატურგი, რომელიც კარგა ხანია თანამშრომლობს სოსო მჭედლიშვილთან და მასთან თანაავტორობით გამოცემული აქვს წიგნი "ზონაში". ცოტა ხნის წინ კობასგან მივიღე ინფორმაცია, რომელსაც სიამოვნებით თქვენც გიზიარებთ:
“სიყვარულის წიწვოვანი კავშირი”
17-18-19-20-21 იანვარს საქართველოს საზოგადოებრივი რადიოს I-არხზე დილით 11-30 წუთზე - ან ღამით 23-30 წუთზე (თბილისის დროით), იქნება წარმოდგენილი 5-სერიანი რადიო სპექტაკლი “სიყვარულის წიწვოვანი კავშირი”, თითოეული სერიის ხანგრძლივობა არ აღემატება 20 წუთს. მოუსმინეთ, გოგო - ბიჭის თანამედროვე თბილისურ სიყვარულზეა. მოუსმინეთ და მერე ვიბაასოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ყველაფერ კარგს.